დიმიტრი პესკოვის ადასტურებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ ორი თვით გახანგრძლივდა
დიმიტრი პესკოვის ადასტურებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ ორი თვით გახანგრძლივდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ადასტურებს ინფორმაციას, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ ორი თვით გახანგრძლივდა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, განაგრძოს ე.წ. შავი ზღვის შეთანხმება ორი თვის ვადით. მნიშვნელოვანი შედეგებია თურქეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა, გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის, საკვებისა და სასუქის ექსპორტს შავი ზღვის სამი პორტიდან, მათ შორის ოდესიდან. აღნიშნული შეთანხმება მარტის თვეში, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად, 60 დღით გახანგრძლივდა.