დიმიტრი პესკოვი - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასოდეს იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
დიმიტრი პესკოვი - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასოდეს იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასოდეს იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, ჩინეთი იყენებს თავის სუვერენულ უფლებებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების მიზნით, მაგრამ ჩვენი პარტნიორობის დონე, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასოდეს იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და  ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. ეს მათი პირველი შვეხვედრა იყო 2018 წლის შემდეგ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთს არ გაუწევს ლეტალური იარაღით დახმარებას უკრაინაში გამოსაყენებლად.