დიმიტრი პესკოვი – ბორის ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური მონაწილეა, მაგრამ ეს მარათონი არავის მიიყვანს ოლიმპოსთან

18:56, 24.03.2022

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური მონაწილეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მარათონის მონაწილეები საერთაშორისო პოლიტიკურ ჩიხამდე მივლენ.

„ვხედავთ, რომ ბატონი ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური წევრია, მაგრამ ეს მარათონი არავის მიიყვანს ოლიმპოსთან. ამ მარათონის მონაწილეები საერთაშორისო პოლიტიკურ ჩიხამდე მივლენ“, – განცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა დღეს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა.

მსგავსი