ბორის ჯონსონი - ნატო-ზე არის დამოკიდებული, დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, პუტინის რეჟიმის ირგვლივ ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად
ბორის ჯონსონი - ნატო-ზე არის დამოკიდებული, დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, პუტინის რეჟიმის ირგვლივ ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად

ნატო-ზეა დამოკიდებული, რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმის ირგვლივ ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო მკაცრი იყოს.

„რეალობა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ახლა ნატო-ზე არის დამოკიდებული, რომ ერთობლივად განიხილოს უკრაინის კრიზისი და უკრაინის მოსახლეობის ტანჯვა. ნატო-ზეა დამოკიდებული, რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმის ირგვლივ ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.