დიმიტრი პესკოვი - ბაიდენის უხამსი განცხადებები იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ის მართავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პუტინს
დიმიტრი პესკოვი - ბაიდენის უხამსი განცხადებები იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ის მართავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პუტინს

ვლადიმერ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი უხამსი განცხადებები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა. ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.