დიმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ
დიმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვაშინგტონში ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებასთან ერთად, ჩნდება მრავალი სხვადასხვა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხით ხორციელდება“, – განუცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“.

როგორც მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ პოსტმა“ დაწერა, დონალდ ტრამპმა მას ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ესაუბრა.