დიმიტრი პესკოვი - არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვულ ცდებს არ ატარებენ.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ბირთვული ცდების განახლებას გეგმავს, რასაც იმით ხსნის, რომ ამას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც აკეთებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული ცდების განახლებასთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდა, რომლებსაც ბირთვული ძრავა აქვთ.