დიმიტრი პესკოვი - არ მიგვიღია ოფიციალურად ინფორმაცია, რომ აშშ-ის სასანქციო სიაში რუსი ბიზნესმენების ჩასმასაც აპირებენ
დიმიტრი პესკოვი - არ მიგვიღია ოფიციალურად ინფორმაცია, რომ აშშ-ის სასანქციო სიაში რუსი ბიზნესმენების ჩასმასაც აპირებენ

მოსკოვს არ მიუღია ოფიციალურად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სასანქციო სიაში რუსი ბიზნესმენების ჩასმასაც აპირებენ, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„სიტუაცია მარტივი არ არის, უფრო მეტიც, ძალიან დაძაბულია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებთ, ოფიციალური წყაროდან კი ინფორმაცია არ მიგვიღია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რაც შეეხება ბიზნესმენების დაკითხვას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, არც ამის შესახებ მიუღიათ ინფორმაცია კრემლში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს, დღეს გავრცელდა. სანქციები სავარაუდოდ დღეს, 5 აპრილს გამოცხადდება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ახალი ზომები ბოლო წლებში რუსეთის ბიზნესელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იქნება. სანქციები სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვასა და მთავრობასთან დაახლოებულ პირებს შეეხებათ.