დიმიტრი პესკოვი – არ გამოვრიცხავთ, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგეს

16:42, 07.07.2023

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართოს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის შეიძლება, ეს მოხდეს.

„რაც შეეხება პუტინისა და ერდოღანის მომავალ შეხვედრას, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ის უახლოეს მომავალში შედგეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პუტინსა და ერდოღანს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია აქვთ.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩადის, დაგეგმილია ორი ქვეყნის პირველი პირის პირისპირ შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.

მსგავსი