დიმიტრი პესკოვი – ამ ეტაპზე რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი არ ჩანს, თუმცა ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ღიაობას ვინარჩუნებთ
რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი ამ ეტაპზე არ ჩანს, რადგან ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო რესურსების მობილიზებას ახდენენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნების რუსესთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ ევროპასთან ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ამჟამინდელი პოლიტიკოსები, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დღევანდელი თაობა, კონფრონტაციულად არიან განწყობილი და არა მხოლოდ სიტყვიერად, საქმითაც. ისინი სრულად ახდენენ ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზებას და ამ პოტენციალის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართვას, უშუალოდ მონაწილეობენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთმა არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინოს, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მზადყოფნა შეინარჩუნოს.
„ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. რა თქმა უნდა, ღია უნდა დავრჩეთ ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის და ჩვენ ნამდვილად ვინარჩუნებთ ამ ღიაობას, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა გვესმოდეს ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პესკოვმა.