დიმიტრი პესკოვი – ალექსანდერ სტუბის განცხადებები, რომლითაც მან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმებს მხარი დაუჭირა, აჩვენებს, რომ ის, ისევე როგორც ენდი ბერნემი, „ომის პარტიას“ მიეკუთვნება
კრემლში აცხადებენ, რომ ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის განცხადებები, რომლითაც მან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმებს მხარი დაუჭირა, აჩვენებს, რომ ის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, „ომის პარტიას“ მიეკუთვნება.
„ეს გაკვირვების გარდა არაფერს იწვევს. სულ რამდენიმე კვირის წინ ფინეთის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების ადრე თუ გვიან აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე გვიან. ახლა კი ვხედავთ, რომ ასეთმა ესკალაციური განცხადებები ჭარბობს“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, სტუბი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად „ომის პარტიის“ თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისივე განმარტებით, მათ სურთ, ომი გაგრძელდეს.