დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს

ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

როგორც რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი წერს, მან დიმიტრი პესკოვს ჰკითხა, იცის თუ არა პრეზიდენტმა ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

„დიახ, მას აცნობეს, მედიკოსები გაარკვევენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.