დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალრ ტრამპის სამმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი არ ყოფილა

15:41, 19.11.2026

უკრაინაში კონფლიქტი რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა არ ყოფილა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ლიდერების შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს გაავრცელებს.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ლიდერებს შორის გამართულ ირმხრივ, ასევე სამმხრივ შეხვედრებზე „ძალიან კარგი ატმოსფერო იყო“.

„ატმოსფერო ძალიან კარგი იყო როგორც APEC-ის სამიტზე, ასევე ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრასა და სამმხრივ შეხვედრაზეც“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებ ერთამნეთს დღეს ჩინეს ქალაქ შენჭენში შეხვდნენ. შეხვედა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. სამმხრივი სამიტის შედეგად ლიდერებმა „მშვიდობის შესახებ“ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

მსგავსი