დიმიტრი პესკოვი სტამბოლში ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს

14:05, 15.05.2025

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „არა“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე წინსვლა თუ იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

მსგავსი