დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში გაგზავნეს

18:03, 21.05.2026

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მცდარი უწოდა, სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა 200-მდე რუსი სამხედრო, რომელიც შემდეგ უკრიანაში საბრძოლველად გააგზავნეს.

„დიდი ოდენობით მცდარი ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთების მიერ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და ასეთი მცდარი ინფორმაცია სკეპტიკურად უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა პესკოვმა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით,  2025 წელს ხელმოწერილი რუსეთ-ჩინეთის შეთანხმება პეკინსა და ჩინეთის სხვა ტერიტორიებზე რუსი სამხედროების წვრთნას ითვალისწინებდა.

მსგავსი