დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მიესალმება დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიების განზრახვას
რუსეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიების განზრახვას. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უდავოდ, ჩვენ მივესალმებით ასეთ განზრახვებს, მივესალმებით პოლიტიკური ნების დადასტურებას, რომ ყველა ზომით მოხდეს მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიების ხელშეწყობა“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას მშვიდობიანი დიალოგისთვის.
გუშინ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ის ფოკუსირდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.