დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგებას ეხმაურება.

პესკოვი აცხადებს, რომ ტანკების განლაგება ბელარუსის საზღვართან უფრო გაამწვავებს დაძაბულობას, მაგრამ მოსკოვის მოკავშირეები მინსკში ყველაფერს გააკეთებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„უდავოდ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაძაბულობის გაზრდისკენ, სხვა არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენმა ბელარუსმა მეგობრებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. ზოგადად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა პესკოვმა.

პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ბელარუსის საზღვართან სატანკო ბატალიონს განათავსებენ. როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა, რუსეთმა ომი დაიწყო, რადგან სურს იმპერიის აღდგენა, სწორედ ამიტომ, თავდასხმის თავიდან ასაცილებლად პოლონეთმა გააძლიერა არმია.