დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლის შეთავაზება ირანიდან ურანის რუსეთში შენახვის შესახებ ძალაში რჩება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლის შეთავაზება ირანიდან ურანის რუსეთში შენახვის შესახებ ძალაში რჩება

რუსეთის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლის შეთავაზება ირანიდან ურანის რუსეთში შენახვის შესახებ ძალაში რჩება. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე რჩება. ის ინარჩუნებს თავის აქტუალობას. თუმცა, რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სიტუაცია სერიოზულად გართულდა. ჩვენ ვიცით, რომ საბრძოლო მოქმედები დაიწყო აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების წინ. აქ რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა აღმოიფხვრას ამ კრიზისის საწყისი მიზეზები, მოგვარდეს ირანის ბირთვული დოსიე“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში გასწიოს შუამავლის ძალისხმევა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ირანის პრეზიდენტთან და აშშ-ის პრეზიდენტთან.

„რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში გასწიოს შუამავლობა, მათ შორის მოლაპარაკეების მაგიდაზე რჩება ის წინადადებები, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს“, – აღნიშნა პესკოვმა.