დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი მიესალმება ევროკავშირის ინიციატივას რუსეთთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი მიესალმება ევროკავშირის ინიციატივას რუსეთთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით

კრემლი მიესალმება ევროკავშირის ინიციატივას რუსეთთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი დადებითად აფასებს ევროკავშირის ინიციატივას. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს დიალოგის მექანიზმის შექმნას, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის კონტაქტის აღდგენას, რაც არაერთხელ გააჟღერა ვლადიმერ პუტინმა.

პესკოვის თქმით, დიალოგის აღდგენა მოსკოვსაც და ბრიუსელსაც სჭირდება, კრემლი ყურადღებით დააკვირდება სამიტის მიმდინარეობას და ამ პოტენციური დიალოგის აღდგენის შეფასებებს, რომლებიც სამიტზე გაკეთდება.

ევროპული საბჭოს მიმდინარე ორდღიან სამიტზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო აღდგენის, პანდემიის და თურქეთთან ურთიერთობების საკითხების განხილვაა დაგეგმილი.