დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ამჟამად ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს არ გეგმავს

15:38, 04.02.2026
December 17, 2015. - Russia, Moscow. - 11th annual year end press conference with Russian President Vladimir Putin at the World Trade Center on Krasnaya Presnya. In picture: Russian President Vladimir Putin's Press Secretary Dmitry Peskov.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ამჟამად ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს არ გეგმავს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და რუსეთი „სამუშაო“ დონეზე ინარჩუნებენ კონტაქტებს, თუმცა სატელეფონო საუბრის კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.

მისივე თქმით, მოსკოვსა და პარიზს შორის სამუშაო ურთიერთობებში „აღსანიშნავი“ არაფერია.

ცნობისთვის, 3 თებერვალს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“. მისივე თქმით, დისკუსიები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.

მსგავსი