დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რის გამოც სამხედრო ოპერაცია გაგრძელდა

17:12, 26.02.2022

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რის გამოც სამხედრო ოპერაცია გაგრძელდა.

პესკოვის თქმით, რადგან არსებობდა მოლაპარაკებების პროცესის მოლოდინი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსული სამხედრო დაჯგუფების წინსვლის შეჩერების ბრძანება გასცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კიევში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი