დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ განაგრძობენ დონალდ ტრამპის განცხადებების ანალიზს მეორადი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ განაგრძობენ დონალდ ტრამპის განცხადებების ანალიზს მეორადი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ განაგრძობენ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ანალიზს მეორადი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი ტრამპის განცხადებაზე. დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი კომენტარს გააკეთებს, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

„ჩვენ განვაგრძობთ ამ განცხადებების ანალიზს. პრეზიდენტი საჭიროდ თუ ჩათვლის ამაზე კომენტარის გაკეთებას, ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.