დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „სამშვიდობო გეგმის“ ძირითადი პარამეტრები შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „სამშვიდობო გეგმის“ ძირითადი პარამეტრები შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-მა რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა.

საუბარია იმ „სამშვიდობო გეგმაზე“, რომლის პუნქტებიც ჟენევაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის კონსულტაციებისას შეიცვალა.

„ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და დენ დრისკოლს დაავალა „სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის პირობების შედგენა. ამისთვის უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება.