დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, შესაძლოა, სექტემბერში პეკინში შედგეს

15:02, 21.07.2025
FILE PHOTO: U.S. President Donald Trump and Russia's President Vladimir Putin talk during the family photo session at the APEC Summit in Danang, Vietnam November 11, 2017. REUTERS/Jorge Silva/File Photo - RC1287F1C9B0

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, შესაძლოა, სექტემბერში პეკინში შედგეს.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ჩინეთს 31 აგვისტოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპიც ჩავა ჩინეთში, გამორიცხული არ არის, ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს.

ამასთან, დონალდ ტრამპის ჩინური ტურნეს შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება.

მსგავსი