დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში სი ძინპინი ჩავა, ნარენდრა მოდი კი საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში სი ძინპინი ჩავა, ნარენდრა მოდი კი საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩავა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კი საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრება.

„ჩინეთის ლიდერს ველოდებით. იქნებ სი ძინპინის ცალკე ვიზიტი, რომელსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვემზადებით.“ – აღნიშნა პრესმიდვანმა.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა, თუმცა ინდოეთი საზეიმო ღონისძიებებზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

„საზეიმო დღეებში პრეზიდენტ პუტინთან ერთად იქნებიან სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა. ეს, ცხადია, მეტყველებს, რომ რუსეთს ნამდვილად ჰყავს არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ ის ქვეყნები, რომლებიც სულისკვეთებით ახლოს არიან ჩვენს იდეოლოგიასთან“, – განაცხადა პესკოვმა.