დიმიტრი მედვედევმა ევროსაბჭოს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის განკარგულება გასცა
დიმიტრი მედვედევმა ევროსაბჭოს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის განკარგულება გასცა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ევროსაბჭოს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის განკარგულება გასცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთის მთავრობა ევროსაბჭოს ბიუჯეტის წინაშე 2017-2018 წლებში დაგროვილ დავალიანებას გადაიხდის, რაც 54,6 მილიონ ევროს შეადგენს.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს უფლებამოსილება 2019 წლის ივნისში რეზოლუციის მიღების შედეგად აღუდგინეს.

მოსკოვის ყოველწლიური შენატანი ევროსაბჭოში დაახლოებით 33 მილიონ ევროს შეადგენს.