დიმიტრი მედვედევი – სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება

18:21, 20.03.2023

სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევი აღნიშნული განცხადებით ჰააგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სასამართლო არის საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაცია და არა ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ არავინ იდარდებს. ომს არავინ დაიწყებს. შეეშინდებათ. არავის შეებრალება. ასე რომ, მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი