დიმიტრი მედვედევი - სანქციები შეიძლება, კვალიფიცირდეს საერთაშორისო აგრესიის აქტად, თუნდაც ომის დაწყების მიზეზად
დიმიტრი მედვედევი - სანქციები შეიძლება, კვალიფიცირდეს საერთაშორისო აგრესიის აქტად, თუნდაც ომის დაწყების მიზეზად

სანქციები შეიძლება, კვალიფიცირდეს საერთაშორისო აგრესიის აქტად და თუნდაც ომის დაწყების მიზეზად, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი შემზღუდველი ზომების ამჟამინდელი თავხედური და ცინიკური პრაქტიკა, რომლის უკანონობაც არაერთხელ იქნა ხაზგასმული ყველა დონეზე, ეკონომიკური ომის გამოცხადებას ემსგავსება.

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ღონისძიებები ასევე შეიძლება, კვალიფიცირებული იყოს საერთაშორისო აგრესიის აქტად და თუნდაც ომის დაწყების მიზეზად. მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.