დიმიტრი მედვედევი - რუსეთს საკმარისი ძალაუფლება აქვს, რათა თავხედ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს
დიმიტრი მედვედევი - რუსეთს საკმარისი ძალაუფლება აქვს, რათა თავხედ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, რომ მოსკოვს შეუძლია, მსოფლიოს ზესახელმწიფოს თავისი ადგილი მიუჩინოს, –  „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ახლად შექმნილ „ტელეგრამ არხზე“ განაცხადა.

„ეს არ იმუშავებს. რუსეთს საკმარისი ძალაუფლება აქვს, რათა თავხედ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, დასავლეთს არ მოეწონა ძლიერი რუსეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია. მისი განცხადებით, რუსეთის მიმართ საზიზღარი რუსოფობია დაიწყო, რათა რუსეთი დააჩოქოს.

დატოვე კომენტარი