დიმიტრი მედვედევი – რუსეთმა ბელარუსს ინტეგრაციის შესახებ წინადადება გადასცა

16:02, 17.04.2019

რუსეთმა ბელარუსს ინტეგრაციის შესახებ წინადადება გადასცა, – ეს განცხადება სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

„ბელარუს მეგობრებს გადავეცით ჩვენი წინადადება ინტეგრაციის შესახებ და ახლა მათ უნდა განსაზღვრონ, რა არის მათთვის მისაღები და რა არა“, – განაცხდა მედვედევმა.

რუსეთის მთავრობის მეთაურმა ბელარუსს რუსეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი უწოდა. მისი თქმით, ქვეყნები ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით განაგრძობენ თანამშრომლობას.

მსგავსი