დიმიტრი მედვედევი – რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება
რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„პოლონეთის ფერმაზე უკრაინის მიერ სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება“, – წერს მედვედევი.
The incident with the Ukrainian-alleged “missile strike” on a Polish farm proves just one thing: waging a hybrid war against Russia, the West moves closer to the world war.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) November 16, 2022