დიმიტრი მედვედევი - ევროპა თუ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს
დიმიტრი მედვედევი - ევროპა თუ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს.

განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.

„ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებულ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.