დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილისთვის ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგება
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილისთვის ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგება

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილისთვის ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარდგებიან არა მხოლოდ ადამიანების სასამართლოს წინაშე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასამართლოზე და მიიღებენ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს“, – წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ პირველ აპრილს კიევის სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პაველს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლებაში დასდეს ბრალი.