დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამ არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები მსოფლიო გლობალური ომისკენ უბიძგებენ, როდესაც საუბრობენ, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს.

„ცნობილი თეზისი, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში. რა ნიშნავს ის სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა. ესაა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ, რუსეთისგან მათი გამოყოფა. ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას. ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მეცხრამეტე პუნქტის გამოსაყენებლად. და მაშინ ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით?“, – წერს მედვედევი.