დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.

რუსული მედიის ცნობით, დიმიტრი მედვედევმა უპასუხა გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ რუსეთი აღარ ითვლება ენერგორესურსების სანდო მომწოდებლად.

„გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა, ბ) დააწესა სანქციები რუსეთის მთელი ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გ) აწვდის უკრაინას ლეტალურ იარაღს, რომელიც მიმართულია ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს გამოუცხადა ჰიბრიდული ომი. მაშასადამე, გერმანია იქცევა, როგორც რუსეთის მტერი“, – წერს დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.