დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება.

მისი თქმით, ოლქზე თავდამსხმელები დანდობას არ იმსახურებენ.

„საკითხავია ის, რა უნდა ვუყოთ თავდამსხმელებს. ისინი, უბრალოდ, როგორც ვირთხები, ისე უნდა განადგურდგნენ, ტყვედაც კი არ უნდა აიყვანონ. პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და მის სპონსორებს საზღვრებს გარეთ – ვაშინგტონსა და ევროკავშირის ქვეყნებს, ისევე როგორც მასთან ასოცირებულ ქვეყნებს, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა.

კიევში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან მათ კავშირი არ აქვთ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულებიც. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დღეს საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა.