დიმიტრი მედვედევი 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟეს
დიმიტრი მედვედევი 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი 26 აგვისტოს ცხინვალში დაპატიჟა. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსი მაღალჩინოსნების მიწვევის მიზეზად ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავი დაასახელა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, მოსკოვმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სწორედ 26 აგვისტოს აღიარა. გასული წლის ნოემბერში ბიბილოვმა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტიც დაპატიჟა.