დიმიტრი ლორთქიფანიძე - საქართველოში იყო სახელმწიფო მიწის მართვის საპროექტო ინსტიტუტი, რომელმაც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობა შეწყვიტა
დიმიტრი ლორთქიფანიძე - საქართველოში იყო სახელმწიფო მიწის მართვის საპროექტო ინსტიტუტი, რომელმაც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობა შეწყვიტა

საქართველოში იყო დაწესებულება, რომელმაც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობა შეწყვიტა. ეს არის სახელმწიფო მიწის მართვის საპროექტო ინსტიტუტი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპროექტო ინსტიტუტში უნიკალური რუკები იყო დაცული.

„მაშინ, როდესაც რუკებთან დაკავშირებით გაუთავებელი სპეკულაციებია, რეალურად, საქართველოში არსებობდა დაწესებულება, რომელმაც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობა შეწყვიტა. ეს არის სახელმწიფო მიწის მართვის საპროექტო ინსტიტუტი, რომელშიც უნიკალური რუკები იყო დაცული, მათ შორის პლანშეტები მე-19 საუკუნიდან დაწყებული მე-20 საუკუნით დასრულებული და მათზე ძალიან მკაცრი აღრიცხვა იყო დაწესებული. 2005 წელს იკეტება ეს ინსტიტუტი და 2006-2007 წლებში მინისტრ კეზერაშვილის პირობებში ამ რუკების სრული განადგურება მოხდა. გადარჩენილი ნაშთი, დაახლოებით, 5% 2015 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა გატანილი საჯარო რეესტრში და იქიდან გადახარისხებული ცენტრალური არქივისთვის. თუმცა, იმ 5%-ში დარჩენილია თუ არა ეს უნიკალური მასალები, მათ შორის რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიას აღრიცხავს, როგორც საქართველოს ორგანულ ნაწილს, სწორედ ასეთად გვევლინება ის 1938 წლის რუკით, როდესაც საზღვარი სახელმწიფო პირებს შორის ლავრენტი ბერიასა და ბადიროვს შორის მოლაპარაკების შედეგად იქნა გავლებული, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ვინაიდან არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბატონი ივერი მელაშვილი წლების მანძილზე, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, მან ზუსტად იცოდა რუკების დაცვის შესახებ და მას ზუსტად უნდა სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 1938 წლის რუკები ინახებოდა სწორედ იმ ინსტიტუტში, სადაც ის ათწლეულები მუშაობდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.