დიმიტრი ლორთქიფანიძე - „რუსთავი 2“-ის გუშინდელ აქტი რამდენიმე კურდღლის დაჭერის მიზნით განხორციელებული უპრეცედენტო მნიშვნელობის დანაშაული იყო
დიმიტრი ლორთქიფანიძე - „რუსთავი 2“-ის გუშინდელ აქტი რამდენიმე კურდღლის დაჭერის მიზნით განხორციელებული უპრეცედენტო მნიშვნელობის დანაშაული იყო

„რუსთავი 2“-ის გუშინდელ აქტი რამდენიმე კურდღლის დაჭერის მიზნით განხორციელებული უპრეცედენტო მნიშვნელობის დანაშაული იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ერთა შორის შუღლის გაღვივებას და სამოქალაქო მასშტაბური დესტაბილიზაციის გაჩაღებას ქვეყანაში, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ყველა იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისიდან დღემდე.

„რუსთავი 2“-ის გუშინდელ აქტი  „ბ“ სათადარიგო გეგმა იყო, რომელსაც მას შემდეგ უნდა დაეწყო მუშაობა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ 20 ივნისს დაგეგმილი პროვოკაციები ვეღარ იმუშავებდა და ქვეყანაში მასობრივ დესტაბილიზაციას ვერ მოახდენდა. გუშინ მათ სწორედ ასეთი გალაშქრების მცდელობა ჰქონდათ, რასაც ქართული საზოგადოება წინ აღუდგა.

გუშინ რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მივიდა „რუსთავის 2“-თან. დღეს პარლამენტის წინ სწორედ იმ აქციის გაგრძელებაა“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ, რომელიც პარლამენტის წინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, „18 დღის თავზე დადგა დრო, პარლამენტის წინ თავისუფალმა სამყარომ სწორი გზავნილი მიიღოს, ქართულ საზოგადოებას რა სურს“.

„ქართულ საზოგადოებას სურს სტაბილურობა, სურს, ყველა პროვოკატორი პასუხისგებაში მიეცეს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სახიფათო სოციალური ექსპერიმენტები, რომელსაც უკვე 18 დღეა ადგილი აქვს საქართველოში, რამაც ქართული საზოგადოება სრულ ისტერიკაში ჩააგდო. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს და აილაგმოს.

პარლამენტთან ჩვენი აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თითოეული მოქალაქის გულში რეალური სტაბილურობის განცდა არ დადგება“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.