დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, რომ ექიმების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მეტად უნდა გააქტიურდეს
დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, რომ ექიმების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მეტად უნდა გააქტიურდეს

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და საკოორდინაციო საბჭოს წევრი დიმიტრი ხუდნაძე საჩხერეში ექიმის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება.

მისი განცხადებით, მედიკოსის დაინფიცირება სამწუხარო ფატია და საჭიროა, რომ ექიმთა დაცვის ინდივიდუალური მექანიზმები კიდევ უფრო გააქტიურდეს.

„სამწუხაროა, რომ დაინფიცირდა მედპერსონალი. ექიმია დაინფიცირებული. ვფიქრობ, რომ ექიმების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. რაც შეეხება შემდგომ მოკლევადიან გემას, ეპიოდემიოლოგები შეაფასებენ და კონკრეტული გადაწყვეტილებები შემდგომ იქნება მიღებული“ , – განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, აქვთ თუ არა კლინიკებს სათანადო აღჭურვილობის საჭირო მარაგები, რათა ინფიცირებისგან მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ, ხუნდაძე განმარტავს, რომ მარაგები არსებობს და ქვეყანას ამ მიმართულებით დეფიციტი არ ექნება.

„ეკიპირება მოქმედ კლინიკებში არის მარაგეგბში, მაგრამ საჭიროა, რომ უფრო გრძელვადიანი მარაგები შევქმნათ. ამის მზაობა არის. მიმდინარეობს როგორც ადგილზე შესაბამისი საჭირო პროდუქციის გამოშვება, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მოძიება. კონტრაქტები ზოგან უკვე გაფორმებულია.მარაგების დეფიციტი მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთან ეს დეფიციტი არ იქნება და ყველაფერი გვექნება საჭირო რაოდენობით“ , – განაცხადა ხუნდაძემ.