დიმიტრი ხუნდაძე - უნდა ვეცადოთ, კონგრესმენებს ავუხსნათ რეალობა, მაგრამ მათაც უნდა იფიქრონ ორ ქვეყანას შორის განვითარებაზე და ეს კომერციული ინტერესებით არ ჩაანაცვლონ
დიმიტრი ხუნდაძე - უნდა ვეცადოთ, კონგრესმენებს ავუხსნათ რეალობა, მაგრამ მათაც უნდა იფიქრონ ორ ქვეყანას შორის განვითარებაზე და ეს კომერციული ინტერესებით არ ჩაანაცვლონ

უნდა ვეცადოთ, კონგრესმენებს ავუხსნათ რეალობა, მაგრამ მათაც უნდა მოინდომონ, იფიქრონ ორ ქვეყანას შორის განვითარებაზე და ეს არ ჩაანაცვლონ კომერციული ინტერესებით, – ამის შესახებ კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული წერილის ავტორი კონგრესმენების ნაწილი ადრეც შეინიშნებოდა კომერციული დავის საკითხით დაინტერესებაში.

„ამერიკელი კონგრესმენები, კრიტიკული წერილის ავტორთაგან ზოგიერთი, წარსულშიც არიან შენიშნული კომერციულ დავასთან სიახლოვეში და როგორც ჩანს, მათი მხრიდან ეს აქტივობა დღესაც არ არის განელებული და არც თემის მიტოვებას აპირებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა არ უნდა ისაზღვრებოდეს, არ უნდა იგეგმებოდეს კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის ერთეული კონგრესმენების დამოკიდებულება და არა აშშ-ს სახელმწიფოს ოფიციალური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ერთი კონგრესმენის განცხადებაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, მათ ავუხსნათ რეალობა, მაგრამ მათაც უნდა მოინდომონ, რომ იფიქრონ ორ ქვეყანას შორის განვითარებაზე და ეს არ ჩაანაცვლონ კომერციული ინტერესებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.