დიმიტრი ხუნდაძე - თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
დიმიტრი ხუნდაძე - თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ამ ბოლო დროს განხორციელებული უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა საქართველოს ეკლესიას, მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომლის მიმართაც თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქვს გამორჩეული მოკრძალება და პატივისცემა. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის სრულიად თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. ამ მართლაც ბოროტების მსახურებს სხვა რომ არაფერი დაეშავებინათ ცხოვრებაში, ისიც საკმარისი იქნებოდა, რაც იკადრეს, გაბედეს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობელის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.