დიმიტრი ხუნდაძე - სწორად გათვლილი ნარკოპოლიტიკის რეფორმა უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს
დიმიტრი ხუნდაძე - სწორად გათვლილი ნარკოპოლიტიკის რეფორმა უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში არსებობს რესურსი, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა დათქმულ დროში განხორციელდეს, მაგრამ ეს პროცესი პარლამენტში უნდა დარჩეს.

როგორც ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ბევრ საკითხზე უკვე შეთანხმება მიღწეულია, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

მისი თქმით, ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან ჯანდაცვის სექტორში უნდა გადავიდნენ, მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა უნდა აწარმოონ და ნარკოგამსაღებლების მიმართ დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს.

„შეუთანხმებელი საკითხები არსებობს, თუმცა ნაკლებია, ვიდრე აქამდე იყო. საკითხები ბოლომდე შეთანხმებული უნდა იყოს, რათა სწორად დაგეგმილი, სწორად გათვლილი და დათვლილი რეფორმა უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესის ძიებაში უარესი მივიღოთ. რესურსი არსებობს, რომ შეთანხმება დათქმულ დროში მოვახერხოთ, მაგრამ ეს პროცესი პარლამენტში უნდა დარჩეს. პარლამენტში არსებობს რესურსია, რომ საკითხი სწორად იყოს დაგეგმილი, შეთანხმებული და ამ პროცესების ქუჩიდან მართვას თავი უნდა დავანებოთ”, – დასძინა ხუნდაძემ.

 

დატოვე კომენტარი