დიმიტრი ხუნდაძე - გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება
დიმიტრი ხუნდაძე - გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების სტაბილურობა იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა იფიქროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ თუნდაც, მცირე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საკითხი, რომელიც შეიცავს რისკს, ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მისმა ორგანიზატორებმა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების სტაბილურობა იყოს დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისისთვის არის დაგეგმილი.