დიმიტრი ხუნდაძე - შრომის უსაფრთხოების დასაცავად მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის
დიმიტრი ხუნდაძე - შრომის უსაფრთხოების დასაცავად მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის

შრომის უსაფრთხოებისთვის დასაცავად მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის, საწარმოს მენეჯმენტმა და დასაქმებულმაც უნდა მოინდომონ, -ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მინდელის შახტის დათვალიერებისა და მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“შესამუშავებელია საკანონმდებლო ინიციატივები, რათა შრომის უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული, თუმცა აქ მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის. საწარმოს მენეჯმენტმა და დასაქმებულებმაც უნდა მოინდომონ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჯანდაცვის პაკეტის გაფართოებაზე, მეშახტეებზე და მაღალი რისკის ფაქტორების მქონე სხვა პროფესიის ადამიანებზე. საპენსიო ასაკი უნდა იქნეს დაწეული”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და  კომიტეტის წევრი დიმიტრი მხეიძე ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატები მინდელის სახელობის  შახტში, დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე  ჩავიდნენ და  მეშახტეებს გაესაუბრნენ.