დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ჩავარდა, ამიტომ მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან
დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ჩავარდა, ამიტომ მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან

მიხელ სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ ის ქვეყანაში ჩამოვიდოდა, კიდევ ჩავარდა. ის ვერ ჩამოდის, ამიტომ მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გამგზავრება.

მისივე თქმით, კონსულტაციაც ფუჭი იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მონათესავე პოლიტიკურ განაყარს ხელმძღვანელობს და მესიჯებით ამარაგებს მიხეილ სააკაშვილი. მიხელ სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ ის ქვეყანაში ჩამოვიდოდა, კიდევ ჩავარდა. ის ვერ ჩამოდის, ამიტომ მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან. მაგრამ ეს კონსულტაციაც რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება, რადგან ის პოლიტიკური გარემო, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილს ასაზრდოებდა თავისი დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელების გზაზე, ეს გარემო აღარ არსებობს. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უკვე პარლამენტშია და ძალიან კარგია, რომ ისინი კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდნენ. ასე რომ, ეს უკვე კარგა ხნის დავიწყებული ძველია. დესტრუქცია ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მეგობრების სურვილები უკვე ვეღარ ახდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, ამასთან დაკავშირებით ხუნდაძე ამბობს, რომ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

„არ ვიცი, ისინი შემოვლენ თუ – არა. არა, თუ მე არ ვიცი, თვითონაც არ იციან, რადგან შიგნით გუნდშიც, როგორც ინფორმაცია მაქვს, წინააღმდეგობაა. ნაწილს მიაჩნია, რომ უნდა შემოვიდეს, ნაწილი ამის წინააღმდეგია. ისინი პრაქტიკულად ყველაფრის წინააღმდეგნი არიან, რაც ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავებდა. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი არ შემოვიდნენ და თუ არ შემოვლენ, ქვეყანა ამით დიდად არ დაზარალდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გაემგზავრა.

როგორც პარტიის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი და ბაჩო დოლიძე.

დატოვე კომენტარი