დიმიტრი ხუნდაძე - რუხის კლინიკა არის უნიკალური პროექტი, სიმძლავრეები აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი
დიმიტრი ხუნდაძე - რუხის კლინიკა არის უნიკალური პროექტი, სიმძლავრეები აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ხუნდაძის თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი აგრძელებს რეგიონების მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგს. ამოწმებენ მათ მზაობას.

მისი თქმით, რუხის კლინიკას დღეისთვის ერთდროულად 78 პაციენტის მიღება შეუძლია.

„რუხის კლინიკა არის უნიკალური პროექტი, სიმძლავრეები აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი. დღეს ის სრული დატვირთვით არ მუშაობს, მაგრამ მას შეუძლია 78 პაციენტის მიღება ერთდროულად. აღჭურვილობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რუხის კლინიკა, გარდა იმისა, რომ ის საოკუპაციო ზოლს აქეთა მოსახლეობას მოემსახურება, მოემსახურება საოკუპაციო ზოლს იქეთ მოსახლეობასაც. დღეს რვა პაციენტი გადის კლინიკაში მკურნალობას, მედპერსონალი დატრენინგებულია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მათ აქვთ. ტექნიკა საკმაოდ მძლავრია, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ამ კლინიკის რესურსები ბოლომდე იქნას გამოყენებული“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად რუხის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, პარლამენტის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია. საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება 23 აპრილს დაიწყო და პირველივე დღეს სამი პაციენტი მიიღო. კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ამ დროისთვის არ ჰყავს.