დიმიტრი ხუნდაძე - როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი გერმანული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად რჩება, ასეთი დამოკიდებულება მათზე შავ ლაქად აისახება
როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება გერმანიის წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად, ასეთი დემოკიდებულება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ვერ აისახება, მაგრამ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შავ ლაქად აისახება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძეს დაუსვეს კითხვა გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, თუმცა მონაცემები შეცვლილია სირიის შემთხვევაში.
„ერთისა და იმავე „შეცდომის“ დაშვება როდესაც ხდება, ეს შეცდომა არ არის, განზრახ განხორციელებული საკითხია. ასეთი დამოკიდებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შავ ლაქად აისახება და ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ვერ დააზიანებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, ასეთი შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ვერ აისახება, თუმცა კონკრეტული დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შავ ლაქად კი აისახება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.