დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება
დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება

ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება, – აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ.

მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა.

თითოეული ჩვენგანი თუ არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავათ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტაროთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა, სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა ხუნდაძემ.