დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება
დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მედიკამენტ „ტამიფლუს“ ხელმისაწვდომობის გაზრდაზე აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია, ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქე აბსოლუტურად უფასოდ მიიღებს „ტამიფლუს“.

„მიუხედავად იმისა, რომ „ა ტიპის“ გავრცელების ხარისხობრივი მაჩვენებლები არ მიუთითებს ქვეყანაში ეპიდემია გავრცელებაზე, გრიპი მაინც საყურადღებოა. ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია. ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა.